თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო შვეიცარიის კლინიკებში 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს გულის ოპერაციებს დაუფინანსებს, ნათქვამია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამაში.
უწყების გეგმების თანახმად, პროგრამაში 10-მდე ბავშვი ჩაერთვება თანდაყოლილი გულის მანკით, რომლის ქირურგიული მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
ოპერაციები ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჩატარდება. თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ოპერაციებს თბილისის მერია დააფინანსებს.
საქართველოს მთავრობა ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობას აფინანსებს. პაციენტების უმეტესობა ოპერაციას თურქეთისა და გერმანიის კლინიკებში იკეთებს.