თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 27- დან 62 წლამდეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევვაში აღნიშნულ პირებს 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება: „მეთადონი“, "სუბუტექსი", „ლსდ“, „ჰაშიში“, "პსილოცინის" შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.