https://sputnik-georgia.com/20251202/narkodanashaulistvis-7-piri-daakaves-296028718.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T12:00+0400
2025-12-02T12:00+0400
2025-12-02T12:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 27- დან 62 წლამდეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევვაში აღნიშნულ პირებს 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება: „მეთადონი“, "სუბუტექსი", „ლსდ“, „ჰაშიში“, "პსილოცინის" შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 27- დან 62 წლამდეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევვაში აღნიშნულ პირებს 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება: „მეთადონი“, "სუბუტექსი", „ლსდ“, „ჰაშიში“, "პსილოცინის" შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.