საქართველოს მთავრობა მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს

იმპორტის ჩანაცვლება პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის სფეროს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო დაეხმარება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ბენეფიციარებს მათ მიერ შექმნილი პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სოფლის განვითარების სააგენტომ 7 ნოემბერს „ტექნიკური დახმარების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო.
სახელმწიფო სთავაზობს მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:
პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ შემდეგი მიმართულებების დაფინანსებას:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსებას;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ის მიერ სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება:
უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობა - არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება.
იმპორტის ჩანაცვლება პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის სფეროს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით.
2024 წელს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. პროექტების საერთო ღირებულება 4.3 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 4.16 მილიარდი ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებიდან მოდის, ხოლო 118.9 მილიონი ლარი - დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან.
2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პოტენციალის გამოყენებას და არსებული გამოწვევების დაძლევას. 2024-2027 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილებისა და სიტუაციის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა.