საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვევა

რა საკითხები იქნება განხილული მინისტერების შეხვედრაზე, ამ ეტაპზე უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 6-8-ნოემბერს ბოჭორიშვილის ვიზიტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის მიწვევით შედგება.
რა საკითხები იქნება განხილული მინისტერების შეხვედრაზე, ამ ეტაპზე უცნობია. ამჟამად ბოჭორიშვილი სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შანხაიში იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფება, რომელიც 5 ნოემბერს გაიხსნა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.