თაღლითობა უძრავი ქონებით - აჭარაში ორი პირი დააკავეს

მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა, იუწყბა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
45 და 46 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აჭარაში სხვადასხვა დროს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და ამ გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148.042 აშშ დოლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.