თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს (Euro Beach Soccer League Georgia 2025)— ტურნირი აჭარაში, ბათუმის „ქვიშის არენაზე“ (Batumi Sand Arena) 18-20 ივლისს გაიმართება.
Batumi Beach Arenaна - ახალი სტადიონია, რომელიც ბათუმის ბულვარში აშენდა. ის 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა – ქართველი ფეხბურთელების მოწინააღმდეგეები იქნებიან პორტუგალიის, ესტონეთის და შვეიცარიის ეროვნული გუნდები. B ჯგუფში გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი და ბელარუსი მოხვდნენ.
ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო დე ჩელისი გახდა, რომელიც საქმიანობას 3 ივლისიდან შეუდგება. ტურნირი 20 ივლისს დასრულდება.
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შეიქმნა, სადაც ყველა მატჩი წააგო. ამის შემდეგ გუნდმა 9-წლიანი შესვენება აიღო და საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა.