გორში 47 წლის კაცმა თანასოფლელი მოკლა

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. გამოძიების მიხედვით, მომხდარს წინ წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაჭრა თანასოფლელი - 47 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.