სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2025 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ.
EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა.
გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.
EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.
სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.