თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობამ 242 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 87-მა ადამიანმა სცადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
შედარებისთვის: 2023 წელს თვითმკვლელობების რაოდენობამ 186 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 107-მა ადამიანმა სცადა.
სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისში მოხდა. თვითმკვლელობის რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
შსს-ს ცნობით, ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 90 წლის.
უწყების მასალების თანახმად, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ყველაზე ხშირად მამაკაცები ასრულებენ, თვითმკვლელობების მესამედი კი ქალებზე მოდის.
რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ყველაზე უმცროსი 13 წლისაა, ყველაზე უფროსი - 84 წლის. მათი უმეტესი ნაწილი, ვინც თვითმკვლელობა სცადა ან თვითმკვლელობა ჩაიდინა, საქართველოს მოქალაქეა.
ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა რუსეთის, ბელარუსის, ბელარუსის, უკრაინის და კანადის მოქალაქეების თვითმკვლელობის შემთხვევები.