თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც.
საქართველოს პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა. მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ გახდა საჭირო. არჩევნები 26 ოქტომბერს შედგა,
განახლებულ მთავრობას სამი ახალი მინისტრი ჰყავს: საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილი მაკა ბოჭორიშვილმა შეცვალა, იუსტიციის სამინისტროში რატი ბრეგაძე - ანრი ოხანაშვილმა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ შამუგია დავით სონღულაშვილმა შეცვალა.
წყარო - საქართველოს მთავრობა