სარფი-ბათუმის გზაზე კლდე ჩამოიშალა

გზის ჩახერგვის გამო ორივე მიმართულებით საცობი შეიქმნა
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სარფის საბაჟოსთან ახლოს, ბათუმი–სარფის გზაზე კლდე ჩამოიშალა, რის გამოც საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ჩაიკეტა, იუწყება "აჭარათაიმსი".
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სატვირთო ავტომობილი.
გზის ჩახერგვის გამო ორივე მიმართულებით საცობი შეიქმნა. სპეციალური სამსახურები გზას წმენდენ.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამ მონაკვეთზე კლდის ჩამოშლის შემთხვევები ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი ბადეები დამონტაჟებულია, დიდი ზომის ლოდების ჩამოშლის რისკებს კონსტრუქცია ვერ ამცირებს.