თურქეთმა ისრაელის პრეზიდენტი ბაქოში CОР-29-ზე არ ჩაუშვა

Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგი ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატურ სამიტს (CОР-29) თურქეთის გადაწყვეტილების გამო ვერ დაესწრო, იუწყება გამოცემა Milliyet-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილი ხდება, თურქეთმა ჰერცოგის თვისთმფრინავს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.
„ისრაელმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის გამგზავრება COP29-ზე „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ გაუქმდა. <...> თუმცა, როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროები აცხადებენ, ამის ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ თურქეთმა ისრაელის პრეზიდენტის თვითმფრინავს უფლება არ მისცა, გაევლო მის საჰაერო სივრცეზე“, — წერს გაზეთი.
მანამდე პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ისრაელთან და ამასთან, არანაირ ნაბიჯებს არ გადადგამს მომავალში ამ ურთიერთობების აღსადგენად. გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა მოუწოდა საერთაშორისო თამა,ეგობრობას, გააძლიეროს დიპლომატიური ზეწოლა ისრაელზე, რათა „ეს ქვეყანა ყველა სფეროში კუთხეში მიიმწყდიონ“.