დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ნოემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 4 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
წინა პლანზე ფინანსური საკითხები გამოვა. თქვენგან ყურადღებას მოითხოვს ნებისმიერი სფერო, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული. კარგი დღეა იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ თქვენი ანგარიშები, გააანალიზოთ ხარჯები, მაგრამ ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად (მოლაპარაკებების გამართვა, ძვირადღირებული ნივთების შეძენა და სხვა) არახელსაყრელი დღეა.
ვერძი: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, რომ ადგილი დაუთმოთ ახალს. შესაძლოა, დრომოჭმული იდეები გექაჩებათ უკან, ან განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი, ან, სულაც, ძველი ავეჯი... დროა, შეწყვიტოთ ყავლგასულ რამეებზე ჩაჭიდება. აჯობებს, თუ დაემშვიდობებით რომელიმე ილუზიას, ოცნებას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილი რამე ახალ, ნამდვილად ღირებულ პერსპექტივას დაუთმოთ.
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღეს კომპრომისებისთვის განწყობილი არ ხართ – „დიახ“ ნიშნავს მხოლოდ თანხმობას და „არა“ – უარს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, სამყარო მხოლოდ შავ–თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან დაპირისპირებას გამოიწვევს. დღეს მომატებული ემოციურობა და სიმართლისმოყვარულობა გახასიათებთ, ამიტომ ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დასრულდება. ამას რომ თავი აარიდოთ, უნდა გათავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ შეგიძლიათ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. დღეს ეს ნამდვილად არ გამოგივათ.
ტყუპი: ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილების დროს არ იჩქაროთ, ჯობს, ჯერ ინფორმაცია მოიპოვოთ. არის საფრთხე, რომ რამე ვერ გაითვალისწინოთ ან ინფორმაცია გამოგეპაროთ. შეცდომები რომ თავიდან აიცილოთ, დღეს ფაზლის ყველა ნაწილი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საქმის მცოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხი ყველა კითხვაზე, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ასე შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ საქმის კეთება.
კირჩხიბი: დღეს, დიდი ალბათობით, რომელიმე ადამიანზე, მოვლენაზე ან პრობლემაზე საკუთარი თვალსაზრისის გადახედვა მოგიწევთ. შესაძლოა, ამის სურვილი არც გქონდეთ, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო გარკვეული ფაქტები გამოჩნდება, რომლებიც ანგარიშგასაწევია. ამან რომ მთელი დღე არ ამოგაგდოთ კალაპოტიდან, ექსპერტები გირჩევენ, მზად იყოთ მოულოდნელი ინფორმაციის მისაღებად და რომელიმე საკითხში მოქნილობის, დიპლომატიურობის გამოჩენისთვის.
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში გაჯიუტდებით – ვერავინ შეძლებს თქვენს გადარწმუნებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას ემატება მოჭარბებული ემოციურობა, გასაკვირი არ იქნება, თუ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი „ერთადერთი სწორი და ძვირფასი“ მოსაზრება თქვენთვის შეინახოთ, ხოლო თუ თქმას მაინც გადაწყვეტთ, მაშინ მზად იყავით კომპრომისისთვის ან ბოდიშის მოსახდელადაც კი.
ქალწული: დღეს სულიც, გულიც, აზრებიცა და სამუშაო მაგიდაც მოწესრიგებული უნდა გქონდეთ. განწყობა ისეთი გაქვთ, რომ სულ უმნიშვნელო მტვრის ნაწილაკს ან მცირე არეულობასაც კი ამჩნევთ, ამიტომ ყველაფრის იდეალურად დასუფთავება და მოწესრიგება გინდათ. ამას გარდა, წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ გარშემომყოფების ნაკლოვანებებმაც – არაიდეალურმა საქციელმა ან სიტყვებმა. დიდი ალბათობაა, რომ თავს ვერ შეიკავებთ და ამის შესახებ ვინმეს პირდაპირ პირში მიახლით.
სასწორი: დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერ საკითხს ძირისძირობამდე ჩაჰყვეთ. ამ „ჩაკირკიტებამ“, შესაძლოა, ახალ და ამასთან მოულოდნელ დასკვნებამდეც მიგიყვანოთ. სულ მარტივ ყოველდღიურ საქმეებსაც კი ახალი კუთხით შეიძლება შეხედოთ და მასში აქამდე უხილავი ნიუანსები დაინახოთ. რაც შეეხება ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – თქვენი გამჭრიახობის გამო ვერანაირი საიდუმლოს დამალვას ვერ შეძლებენ.
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
მორიელი: დღეს შეიძლება რამე ისეთ საქმეში ან საქმის გარჩევაში ჩაგითრიონ, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე ლაპარაკით დაწყებული, დიდ ხარჯებზე ბანალური კამათით დამთავრებული. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაცხარდეთ ასეთი საუბრების დროს და მოერიდოთ არასაჭირო დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აქცენტი ფაქტებზე გადაიტანეთ – ურთიერთწყენამ და პრეტენზიებმა, შესაძლოა, ძალიან შორს წაგიყვანოთ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენს ხმაში მბრძანებლური ტონი გაბატონდება. გაცხარდებით, გარშემომყოფებს საკუთარი სიმართლის მტკიცებას დაუწყებთ. რასაც აკეთებთ, იმაში ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული, ამიტომ გარშემომყოფების მხრიდან პასიურობას საბოტაჟად აღიქვამთ. დღე რომ უაზრო კამათში არ დაკარგოთ, ჯობს, დაიცხროთ ვნებები და ეცადოთ, გვერდით მდგომ ადამიანებზე ნაკლები ზეწოლა მოახდინოთ. მათთან უბრალო დალაპარაკება და ახსნაც შეიძლება.
თხის რქა: კარგია დღეა ურთიერთობებში სიცხადის შესატანად, თუ ამის საჭიროება არის. შეგიძლიათ ილაპარაკოთ იმაზე, რაზეც აქამდე ვერ საუბრობდით, დასვათ კითხვები, რომელთა ხმამაღლა თქმა გერიდებოდან. ხართ პატიოსანი, გულწრფელი და თანამოსაუბრეს ადვილად უგებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ადამიანებთან პრეტენზიების გარეშე, ყველაზე საჩოთირო თემებზეც კი გულთადად ისაუბროთ.
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მერწყული: დღეს რაღაც საკითხში, შესაძლოა, თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. ის, რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, უეცრად სხვანაირი მხრიდან წარმოჩინდება თქვენ წინაშე, ან, შესაძლოა, თავად გადახედოთ საკუთარ მოსაზრებას რამე საკითხთან მიმართებით და აზრი შეიცვალოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს ცვლილებებისთვის უნდა იყოთ მზად, თუნდაც ეს „მხოლოდ“ თავში მომხდარი ცვლილებები იყოს.
თევზები: დღეს იმგვარი განწყობით ხართ, რომ ყველაფერს გინდათ საფუძვლიანად ჩაუღრმავდეთ; გაგაღიზიანებთ ყველაფერი, რაშიც სიცხადე არ იქნება შეტანილი. ეს გაიძულებთ, ჩაუღრმავდეთ საკითხს ბოლომდე, სანამ „თეთრ ლაქებს“ არ ამოავსებთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო შეცდომები. ერთი კია –დაზუსტების მიზნით დასმული თქვენი კითხვები გარშემომყოფებს გააღიზიანებს, რადგან შეიძლება იფიქრონ, რომ დასცინით.