საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება

2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ, რომლის თანახმად, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, ნათქვამია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
2025 წელს თანამდებობის პირებისთვის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, იმავე ოდენობით გაიზრდება მანდატურების, მასწავლებლების, სამხედროების და სამართალდამცველების ხელფასები.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ. კანონის მიხედვით, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
2026 წლიდან ხელფასები სრული პროცენტული სხვაობით გაიზრდება - საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.