დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1–ლი ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 1–ლი ოქტომბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დამოუკიდებლობა, თვითნებობა და ემოციურობა ამ დღის მახასიათებლებია. შესანიშნავი დღეა ინიციატივის, შემოქმედებითი მიდგომების გამოსავლენად, ახალი პროექტის მოსაფიქრებლად. ყოფითი საქმეები თქვენში ინიციატივას არ გამოიწვევს, სამაგიეროდ ნებისმიერი არასტანდარტული იდეა შემოქმედებით „ცეცხლს ააგიზგიზებს“. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ.
ვერძი: დღეს გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმის უმნიშვნელოსგან გამორჩევა. შესაძლოა, დიდი ყურადღება მიაქციოთ მეორეხარისხოვან საკითხს და ამავე დროს, ძირითადი საქმე საერთოდ მიგავიწყდეთ. უბრალოდ, დღის დიდი ნაწილი შეიძლება იმ საქმეს დაუთმოთ, რომელიც პირველად მოგხვდებათ თვალში. თუ სასწრაფო სამუშაო არ გაქვთ, ასეთმა არაორგანიზებულობამ შეიძლება საკმაოდ კარგი შედეგიც გამოიღოს, რადგან რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებთ.
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე
კურო: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აწიოთ თამასა. მეტ-ნაკლებად თუ გაწყობთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, ეს გაჩერების მიზეზი არაა. წინ უნდა წახვიდეთ. დღეს საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე იფიქროთ კარიერულ, სოციალურ თუ სხვა კიბეზე. შეიძლება დალაპარაკება ხელმძღვანელობასთან, რომელიმე ძველი პროექტის რეალიზება. იმოქმედეთ, სანამ სხვა გააკეთებს ამას თქვენ მაგივრად.
ტყუპი: დღეს ორმაგი სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია გაუგებრობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. არაა გამორიცხული, რომ ჩათრეული აღმოჩნდეთ რამე ფინანსური საკითხის გარჩევაში და თავის მართლებაც კი მოგიწიოთ. ეს რომ არ მოხდეს, თანხებთან დაკავშირებული საკითხები მეტი ყურადღებით უნდა გააკეთოთ.
კირჩხიბი: ხართ საბრძოლველად და მუშაობისთვის განწყობილი. მაგრამ ბედის ირონია ისაა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო ხან ერთ საქმეზე მოგიწევთ ყურადღების გადატანა და ხან – მეორეზე. ამის გამო არის რისკი, რომ მთელი დღე, პრაქტიკულად, ფუჭად იმოქმედოთ. ეს რომ არ მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მხოლოდ ერთ რამეზე შეაჩეროთ ყურადღება.
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სოციალურ ქსელებში
ლომი: შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისაც რამე ბიზნესი აქვს ან, უბრალოდ, არ აპირებს სიტუაციის ხელიდან გაშვებას. გაქვთ შანსი, რომ მოგება მიიღოთ იქაც კი, სადაც ამას არ ელოდებით. არ გეგონოთ, რომ საუბარია გზაზე შემთხვევით ნაპოვნ ფულზე. არა – წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ რაღაც საქმეში დიდი ძალა და ენერგია გაქვთ ჩადებული, თუნდაც დიდი ხნის წინ და მისი შედეგის მიღების იმედი გადაგეწურათ.
ქალწული: კარგი დღეა სამომავლოდ სტრატეგიული გეგმების დასაწყობად. თქვენი გონება მკაფიოდ იმუშავებს, ხოლო აზროვნება გლობალური იქნება. აქედან გამომდინარე, არაპროდუქტიული იქნება ამ დღის ყოველდღიური საქმეებისთვის გამოყენება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ამის განწყობა არცა გაქვთ. შესანიშნავად გამოგივად რთული სქემების შედგენა. თუ დროს გეგმებს დაუთმობთ, არ ინანებთ, შეგიძლიათ ახალ სიმაღლეზე ახვიდეთ.
სასწორი: დღეს ყველაზე კარგად ოცნების კოშკების აგება გამოგივათ, თან ისე საფუძვლიანად, რომ ოდესმე, შესაძლოა, მიწაზეც ააგოთ. გაქვთ მძლავრი ფანტაზია, რისი წყალობითაც კრეატიული იდეები, პროექტები თუ გეგმები უხვად გაგიჩნდებათ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში რაღაც იდეები გაქრება და არააქტუალური გახდება, თუმცა დღეს ყურადღება მაინც უნდა მიაქციოთ თუნდაც ყველაზე ფანტასტიკურსა და დაუჯერებელ იდეასაც კი.
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
მორიელი: სიტუაცია ყველანაირ შანსს მოგცემთ, რომ მომავლისკენ გაიხედოთ. შესაძლოა, ეს იყოს რაღაც სამეცნიერო იდეა, ჩანაფიქრი, მაღალი ტექნოლოგიები ან სულაც ფანტასტიკური ფილმი. ან, იქნებ, ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომლის არასტანდარტულ აზროვნებას საზღვრები არა აქვს. ასტროლოგები გირჩევენ, გახსნათ გონება თამამი იდეებისთვის. მომავალი უკვე დადგა. ვისაც არ სჯერა, ის წინ ვერ წავა.
მშვილდოსანი: თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. არ შეშინდეთ, დღე ახალ შესაძლებლობებსა და პერსპქეტივებს მოგიტანთ. მთლიანობაში, ვითარება თქვენთვის მომგებიანად ეწყობა, თუმცა უახლოეს პერიოდში გარკვეული მღელვარება და სირთულეები არ არის გამორიცხული, რაც გარდამავალ პერიოდს ახასიათებს. ასტროლოგები ამბობენ, რომ სანერვიულო არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება. შეინარჩუნებთ თქვენს პოზიციებს და წინაც წაიწევთ.
თხის რქა: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, აჩქარება არ ივარგებს – არის რისკი, რომ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს ყველაფრის სწრაფად გაკეთება გინდათ, რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თუ შეანელებთ სვლას, რაღაც უბედურება შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს ასე არაა – თუ ამ განწყობას აჰყვებით, უამრავი შეცდომა შეიძლება დაუშვათ. თავი ხელში უნდა აიყვანოთ. ჯობს, საერთოდ არაფერი გააკეთოთ, ვიდრე შემდეგ სანანებელი გაგიხდეთ.
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მერწყული: დღეს ფრთებს პეპელასავით გამოიყენებთ და ნესტარს – ფუტკარივით. პირველი ეხება თქვენს უშუალო საქმეებსა და ვალდებულებებს, ხოლო მეორე – კონკურენტებს, რომლებსაც ურჩევნიათ, გზაზე არ გადაგეღობონ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – ნებისმიერ მცდელობა, რომ გავნონ, შესაძლოა, უკან დაუბრუნდეთ. მზად ხართ, მათივე ხრიკი მათსავე წინააღმდეგ გაორმაგებული ძალით გამოიყენოთ.
თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს ნებისმიერ საქმეში ვინმეს კი არ გაჰყვეთ, არამედ საკუთარი გზით იაროთ. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ არის, თუმცა გაქვთ დამოუკიდებლად სვლის, საკუთარი გზისა და განუმეორებელი „მეს“ ძიების განწყობა. ეს არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს უნდა დაუპირისპირდეთ, მაგრამ თუ ბევრის მიღწევა გინდათ, თქვენი გზა უნდა გამონახოთ და არ უნდა იყოთ ისეთი, როგორიც სხვები არიან.