თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 ათასი ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8,5 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 5,1 ათასი ლარი.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5, 1 ათასი ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3,4 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 1,7 ათასი ლარი.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები 3,4 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
უწყების ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა თითქმის 2 მლნ ლარია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
უწყების ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა თითქმის 2 მლნ ლარია.
მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მოლდოვამ უმასპინძლა, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი 10 ოქროს, 10 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც. მათ 36 ოქროს, 32 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.