იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

ზალკალიანის წინამორბედი მმართველმა პარტიამ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. იმერეთის რეგიონის გუბერნატორად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღნიშნულ თანამდებობაზე ზალკალიანმა ზვიად შალამბერიძე შეცვალა, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალ გუბერნატორთან შეხვედრა გამართა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
ახალ პოსტზე დანიშვნამდე ზალკალიანი ცაგერის რაიონის მერის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილედ.
ზალკალიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.