არარსებული რეალობა: ვოლსკი ქოლცენტრების შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა

ჰელსინკის კომისიის განცხადებას ამ რეალობიდან უცებ გადავყავართ არარსებულ რეალობაში, და შესაძლოა ეს არის მინიშნება, რომელიც საფუძველს შეუქმნის არჩევნების არაღიარებას, რომლებიც 26 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ჰელსინკის კომისიის განცხადება „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით ძალიან საგანგაშოა და მიზნად ისახავს გადაგვიყვანოს არარსებულ რეალობაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაძლო შემდგომი არაღიარების მიზნით, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. გია ვოლსკიმ.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.
„ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა. ყველამ იცის, რომ ქოლცენტრებთან დაკავშირებით ქართული პროკურატურა, ევროპელ პროკურორებთან ერთად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას, რათა ეს დანაშაული დადასტურდეს. ყველაფერმა უჩვენა, რომ კეზერაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებელი და რეალური პოლიტიკური ლიდერი იყო ჩართული ამ დანაშაულში, როდესაც იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ რეალობიდან უცებ ამ განცხადებას გადავყავართ არარსებულ რეალობაში, და შესაძლოა ეს არის მინიშნება, რომელიც საფუძველს შეუქმნის არჩევნების არაღიარებას, რომლებიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
„ხომ არ არის ეს მინიშნება, რომ პოლიტიკურ პროცესებში ამ ბინძური ფულის გამოყენება სწორედაც ის არის, რაც საფუძველს შეუქმნის არჩევნების არაღიარებას? ვინაიდან ბინძურ ფულს სწორედაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე იყენებს და ორიენტირის ასეთი შეცვლა შემაშფოთებელი, დამაფიქრებელი და სამწუხაროა. საქართველო ყოველთვის აშშ-ის ძალიან მყარი და ერთგული პარტნიორი იყო და იმედია, მომავალშიც სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის შესახებ განაცხადა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის მსხვერპლი ევროპელი პენსიონერები გახდნენ. საუბარია ერთ მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზე.
დანაშაულებრივ „ქოლ–ცენტრებთან“ ბრძოლა: დაადგინეს სავარაუდო ორგანიზატორები >>
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო. პროკურატურამ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის მონაწილეთა გამოსავლენად ევროპელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.
„ნაცმოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დგას. პარტიის ლიდერთა განცხადებით, მსგავსი მასშტაბის დანაშაული სპეცსამსახურის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე>>
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის“ ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს>>
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე“ არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის“ მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი“ სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე>>
თავად კეზერაშვილი უარყოფს საერთაშორისო თაღლითურ სქემაში მონაწილეობას.
მისი თქმით, ბრალდებები მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება მის წინააღმდეგ 2012 წლიდან აწარმოებს.