დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 3 აგვისტოა, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მომატებულია სულიერი ტრავმების მიღების ალბათობა, ამიტომ გაჩნდება სურვილი, მოწყდეთ სამყაროს და თქვენსა და ირგვლივ მყოფებს შორის უხილავი ბარიერი აღმართოთ. მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ, რათა თავი მარტოსულად არ იგრძნოთ. კარგი დღეა იმ საქმეების გასაკეთებლად, სადაც ყურადღების კონცენტრაცია და მოთმინებაა საჭირო.
ვერძი: დღეს მთელი არსებით ჩაწვდებით ფრაზის „ცხოვრება თეატრია“ აზრს – ამ სპექტაკლში მთავარ როლს თქვენ შეასრულებთ. შეგრძნება, რომ პროჟექტორებით განათებულ სცენაზე იმყოფებით, შეიძლება მთელი დღე გაგყვეთ და გაიძულოთ, შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულად იმოქმედოთ. უფრო მეტიც, მზად ხართ ტრაგიკული როლიც მოირგოთ, აგრძნობინოთ ირგვლივ მყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ ისინი. „ტრაგედია“ „კომედიად“ რომ არ გადაიქცეს, როლის შესრულებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ.
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: მშვიდი დღე გელოდებათ, ჯობს, ეს დრო სახლის საზრუნავს ან სამომავლო გეგმების დაწყობას მიუძღვნათ. დაალაგეთ სახლი, მოაწესრიგეთ და ამის პარალელურად, მოაწესრიგეთ თქვენი აზრებიც. არ გაწყენთ ბოლო დროს გაკეთებულის შეჯამება, შემდეგ კი გეგმების დაწყობაც შეიძლება. ყველანაირად უნდა აარიდოთ თავი ახლობლებთან დაპირისპირებას – სულ მცირე წყენასაც კი მძიმე კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.
ტყუპი: დღეს განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა შეგიპყრობთ, სურვილი, რომ სხვისი საიდუმლოებები გაიგოთ. თუ ჩვეულებრივ მაინცდამაინც არ გაღელვებთ, რას გიმალავენ ირგვლივ მყოფები, ახლა მზად ხართ, ამისთვის დიდი ძალისხმევა გამოიჩინოთ. ვითარება შეიძლება ისე განვითარდეს, რომ შემთხვევით გაიგოთ სხვისი საიდუმლო ან, არც ესაა გამორიცხული, საკუთარი წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ხალხს მოერიდოთ.
კირჩხიბი: დღეს იძულებული იქნებით, რომ ფინანსურ საკითხებს მიხედოთ, მოაწესრიგოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემები გელოდებათ ფულთან დაკავშირებით. უბრალოდ, ვითარება თქვენგან ამ საკითხისადმი ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ პირად ბიუჯეტში გაერკვეთ, დაითვალოთ მოგება, შეადგინოთ უახლოესი დღეების ან კვირების ბიზნეს–გეგმა. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ეს თქვენს საქმეებს წაადგება.
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
ლომი: დღეს თქვენი შრომისუნარიანობა თქვენც კი გაგაკვირვებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენ ირგვლივ მყოფებზე. შეგწევთ ძალა, ნებისმიერი პრობლემის საფუძველს ჩაწვდეთ და მისი გადაწყვეტის უნივერსალური გზა მოძებნოთ. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას საჭიროებს, დღეს არნახულად კარგად გამოგივათ. პრობლემები გექნებათ განწყობასთან დაკავშირებით – გაღიზიანებული იქნებით, რისი საფუძველიც ხან გექნებათ და ხან – არა.
ქალწული: მოერიდეთ ზედმეტ ყურადღებას ადამიანების მხრიდან. არაა ის დღე, როდესაც თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა შეგიძლიათ, ამიტომ, თუ შესაძლებელია, დაიცადეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა მომავალი წარმატებებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. იმუშავეთ თქვენს პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები... როდესაც დადგება ყურადღების ცენტრში ყოფნის დრო, ყველას გაოცებას შეძლებთ.
სასწორი: დილა განსაკუთრებით იღბლიანი იქნება თქვენთვის. თუ დროს არ დაკარგავთ, იმაზე მეტის საქმის გაკეთებას მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, ასევე მოულოდნელად თანხის მიღება. გამძაფრებული გექნებათ ინტუიცია, რომელიც ბევრი საკითხის გადაწყვეტის დროს სწორ გზას გიჩვენებთ. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, სტუმრების მისაღებად.
ზოდიაქოს მთავარი მავნებლები - ნიშნები, რომლებიც ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს „უმწარებენ"
მორიელი: სამუშაოდ უნდა განეწყოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. საჭიროა ყურადღების კონცენტრირება და დიდი ოდენობის საქმეებთან გამკლავება. ეს შეგიძლიათ, მაგრამ გარშემომყოფები ხელს გიშლიან და ყურადღებას გიფანტავენ, მდგომარეობიდან გამოჰყავხართ. დაგეგმილის გასაკეთებლად დროებით მაინც უნდა განერიდოთ ხმაურსა და ქაოსს. მოძებნეთ წყნარი ადგილი, განმარტოვდით – ესაა საჭირო იმისთვის, რომ დღეს წარმატებით გაართვას საქმეებს თავი.
მშვილდოსანი: დღეს გულწრფელი საუბარი გწადიათ, ჩვეულებრივი, ზედაპირული ლაპარაკი გაგაღიზიანებთ, შეიძლება განაწყენდეთ და დაპირისპირებაც მოხდეს. თუ ვინმეს უკეთ გაცნობა გინდათ, ვინც არ უნდა იყოს ის, ამისთვის ეს დღე საუკეთესოა. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის, რისკენ ისწრაფვის. ეს გახდება პირველი ნაბიჯი თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობების გზაზე.
თხის რქა: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დღეს მთელი მონდომებით გაურბიხართ კონფლიქტებს, მაგრამ კონფლიქტები თვითონ პოულობენ თქვენკენ გზას. სადაც გამოჩნდებით, მოსალოდნელია დაპირისპირებები, წყენა არაფრის გამო. სინამდვილეში გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ. ზედმეტი ემოციურობის გამო ნაპერწკალიც საკმარისია, რომ „აენთოთ“. თუ არ გინდათ, რომ დღემ კამათსა და ჩხუბში ჩაიაროს, გარშემომყოფების პატარ–პატარა პროვოკაციებს მშვიდად უნდა შეხვდეთ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს რამე გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ არც საკუთარი თავის, არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებულია, დანარჩენი კი მოიცდის. დაისვენეთ, მოდუნდით. თუ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით, მაშინ რამე მარტივი საქმე გააკეთეთ, რომელიც არ წაგართმევთ დიდ ენერგიას და სულიერ ძალას. შეგიძლიათ სახლის საქმეებს მიხედოთ ან დიდი პროექტის რომელიმე ნაწილზე იმუშაოთ.
თევზები: თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე დავა. ამაში დამნაშავე თავად თქვენ ხართ – ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუ მაინც აიძულებთ თავს, აქედან არაფერი კარგი არ გამოვა, რადგან თქვენს გაღიზიანებას ჩხუბის პროვოცირება შეუძლია. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. დღეს ყველაზე კარგად იმ საქმეებს გაართმევთ თავს, რომლებშიც დამოუკიდებლად მოქმედებთ.