თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ბობოყვათში, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილი გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა - ავარიის შედეგად მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.