თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხონში, ასხის მთაზე მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი მამაკაცი.
წყარო - შსს