თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. მინსკი, როგორც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სრულუფლებიანი წევრი, ყველა ღონეს გამოიყენებს მისი ავტორიტეტისა და მოკავშირეების რაოდენობის გასაზრდელად, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ასტანაშიმიმდინარე სამიტზე.
„ჩვენ ვეცდებით ყველა ღონე გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტი გაიზარდოს და მისი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების წრე გაფართოვდეს. ახალ სტატუსში შევეცდებით, მაქსიმალურად დავაკავშიროთ ჩვენი შეთავაზებები ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივებთან “, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, მანამდე არაერთმა ბელარუსულმა იდეამ უკვე მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა - ტექნოლოგიების ტრანსფერის, ინფორმაციის უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინვესტიციებისსფეროებში.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსი SCO-ს წევრი დღეს გახდა - წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიით დაიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ორგანიზაციაში მინსკის მიღება გამოაცხადა.