თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა დილით ერთდროულად რამდენიმე სოფელში ლასურიაში, ილამიერში, ჩხუტელში, ლაჯანაში და დეხვირში მოვიდა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა ვენახები და ნათესები, ზოგ სოფელში კი საცხოვრებელი სახლებიც.