თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე თავიანთი პროგნოზი განაახლეს, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრები 11 მედალს მოიპოვებს.
წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. მაშინ საქართველოს ნაკრებს ათი მედლის მოპოვება უწინასწარმეტყველეს. ბიურო იყენებს სტატისტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც აანალიზებს წინა ოლიმპიადების, მსოფლიო ჩემპიონატების და სხვა შეჯიბრებების შედეგებს.
Gracenote-ის გათვლებით, საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრიჯნაოს მედალს მოიპოვებს. ეს ნაკრებს საერთო რეიტინგში 23-ე ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.
განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: აშშ - 39 ოქროს მედალი დაპირველი ადგილი, მეორე ადგილი - ჩინეთი (33), მესამე – საფრანგეთი (29).
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.
საკვალიციკაციო შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც თამაშების მომავალი მონაწილეები შეირჩევიან, ოფიციალურად 23 ივნისს დასრულდება.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020 წელს, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.
რვა მედლიდან ნახევარი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და 66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.