სავალუტო ფონდმა შეიძლება არ აღადგინოს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამა

შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად სრულდება 2025 წლის ივნისში, ამიტომაც მის აღდგენაზე მოლაპარაკებებისთვის დიდი დრო არ რჩება, მიიჩნევს ფონდის წარმომადგენელი.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წლის ივლისში საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის შეჩერებული პროგრამის აღდგენის ნაცვლად, საქართველოსთან ახალი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„პროგრამა სამწლიანია და ის წესით მომდევნო წელს სრულდება. ჩვენ ვიცით რომ წელს საარჩევნო წელია და როგორც წესი საარჩევნო წლებში მსგავსი რეფორმები რთულია. ეს პროგრამა შეიძლება განახლებულ იქნეს, ან შეიძლება დაველოდოთ არჩევნებს და უკვე შემდეგი წლისთვის, უკვე ახალი პროგრამის შესახებ ვიმსჯელოთ", - განაცხადა ჯუველმა მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში სრულდება, მისი აღდგენის მოლაპარაკებებისთვის არც თუ ისე ბევრი დრო რჩება, რასაც თან ისიც ერთვის, რომ 2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია და ხელისუფლებას შეიძლება ამჟამად არ გააჩნდეს ფინანსური რეფორმების გატარების მზაობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა>>>
ამიტომაც, ჯუველი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ შეჩერებული პროგრამა არ გაგრძელდეს და მის სანაცვლოდ მომავალ წელს ახალ პროგრამაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.
„თუ ხელისუფლებას სურს პროგრამის განახლება, ჩვენ მათ ავუხსენით თუ რა ზომების გატარება გვინდა რომ ვიხილოთ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამჟამად ამის დრო არაა, ან აღარ სურთ წარსულში აღებული ვალდებულებების მიმართ ერთგულების შენარჩუნება, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უფრო ეფექტიანი იქნება", - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
ხანგრძლივი პაუზა
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ 1991 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.