რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა: ქართველი დამკვირვებელი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან დამკვირვებელთა დელეგაციას ყველა თბილად ეპყრობოდა და ქართულადაც კი მიმართავდა.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქართველმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე მრავალი საათი გაატარეს და საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე დღიდან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დააფიქსირეს, განაცხადა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ „Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო, მეორე ადგილზეა ნიკოლაი ხარიტონოვი ხმების 4,31%-ით. კენჭისყრა სამი დღე - 15,16 და 17 მარტს გაიმართა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77,44% შეადგინა.
„ბევრ უბანზე დავაფიქსირეთ ხმის მიცემის მსურველი მოქალაქეების რიგები! ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა დისტანციურად ხმის მიცემის დროსაც“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებით რუსებმა დაიცვეს ქვეყნის კონსტიტუცია და თავისუფლება.
„რუსმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობით დაადასტურა თავისი სამოქალაქო პოზიცია, შეუერთდა სამშობლოს დამცველთა რიგებს და დაიცვა კონსტიტუცია და თავისუფლება“, - განაცხადა ფიფიამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან დამკვირვებელთა დელეგაციას ყველა თბილად ეპყრობოდა და ქართულადაც კი მიმართავდა.
„პირველივე წუთებიდან ნათლად ჩანდა, რომ კომისიის სხვა წევრები გვხვდებოდნენ როგორც ძველ და კარგ მეგობრებს!", - განაცხადა ფიფიამ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ქართველი დამკვირვებლები აკვირდებიან>>>
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არჩევნებზე დამკვირვებლად ქართული პასპორტით დარეგისტრირდა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი რუსული პასპორტით მიიღო.
„ჩემთვის ამას გარკვეული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ქართულ-რუსულ მეგობრობას და ძმობას წინ ვერაფერი აღუდგება", - განაცხადა ფიფიამ.
ქართველი დამკვირვებლების ჯგუფი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები იყვნენ: პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი („სოლიდარობა მშვიდობისთვის“), თეიმურაზ მაისურაძე (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) და ვასო კაპანაძე (ანალიტიკური ცენტრი „ექსპერტ პლუსი"
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე აკრედიტირებული იყო 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 107 ქვეყნიდან.
არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ცესკო ხუთშაბათს სპეციალურ სხდომაზე გამოაცხადებს.