ეთნიკური უმცირესობებისთვის სტუდენტური პროგრამის დაფინანსება იზრდება

საგანმანათლებლო პროგრამაში „1+4" ჩართული სტუდენტების დაფინანსება 450 ათას ლარს შეადგენს და მისი ოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება, აღნიშნეს სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების სამინისტრო გააორმაგებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მსურველი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის - სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის „1+4“ დაფინანსებას, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა „1+4" მოქმედებს, რომლის თანახმად ქართული ენის შემსწავლელ პროგრამაზე ის აბიტურიენტები ირიცხებიან, რომლებმაც ჩააბარეს ზოგადი უნარების ტესტი სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ერთწლიანი სწავლის კურსის დასრულების შემდეგ ისინი აბარებენ ტესტებს და საჭირო რაოდენობის ქულების მოპოვების შემდეგ ირიცხებიან ბაკალავრის შესაბამის პროგრამაზე.
ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ინოვაციური მეთოდით შეასწავლიან>>>
ახალ სასწავლო წელს პროგრამაში ჩართვას შეძლებს 200-მდე ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტი - მანმდე კვოტა 100 სტუდენტზე იყო.
საგანმანათლებლო პროგრამაში „1+4" ჩართული სტუდენტების დაფინანსება 450 ათას ლარს შეადგენს და მისი ოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება, აღნიშნეს სამინისტროში.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 86,8% ქართველია, 6,3% აზერბაიჯანელი და 4,5% სომეხი.
2010 წლიდან საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიიღონ უმაღლესი განათლება გამარტივებული წესით.