თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230.677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49.917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180.760 პირი იყო.
2023 წელს მარტვილის კანიონმა 228.998 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 81.746 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე კი 147.252 პირი იყო.
სათაფლიამ კი 2023 წელს 96.956 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 69.220 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 27.736 პირი იყო.
რაც შეეხება 2022 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მონაცემებს, ამ შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და წალკის კანიონები ლიდერობდნენ.
გარდა ამისა, ვიზიტორებისთვის სამი ყველაზე ნაკლებად პოპულარული დაცული ტერიტორიები 2023 წელს აჯამეთის აღკვეთილი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი იყო.
საქართველოს 25-მა დაცულმა ტერიტორიამ 2023 წელს სულ 1.076.574 დამთვალიერებელს უმასპინძლა, საიდანაც 627.262 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.