მეგობრებთან ხშირად განვიხილავთ ფინანსურ პრობლემებს, ქალაქის საუკეთესო რესტორნებსა თუ პოტენციურ შეყვარებულებს. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ყველაზე კარგი რჩევების მოცემა ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს შუძლიათ.
მშვილდოსანი
უყვარს თავგადასავლები. ის აუცილებლად გადაგარჩენთ, როდესაც საქმიანობის „აბლაბუდაში“ ეხვევით. ის მკაცრად მიგითითებთ, რომ აუცილებელია დასვენება, ბალანსის დაცვა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. მაგრამ მშვილდოსანი მარტო სასტუმროს დივანზე წამოგორებას არ შემოგთავაზებთ, ის ჰიპერაქტიური ნიშანია და აღმერთებს მოგზაურობას. ამიტომ, დიდი ალბათობით, რამე საინტერესო „სამოგზაურო ავანტიურაში“ ჩაგრთავთ.
თხის რქა
შესანიშნავ რჩევას მოგცემენ, თუ მიხვდით, რომ თქვენი ოცნებები და მიზნები რამდენადმე მიუღწეველია. ჰკითხეთ რჩევა თხის რქას, თუ იგრძნობთ, რომ ბიზნესი გაჩერებულია, არ იძვრის. ამ ნიშნის წარმომადგენლები პრაქტიკული, მომთმენი, შრომისმოყვარე და ბუნებით კომუნიკატორი არიან, მოგაწვდიან იდეას, როგორ უნდა დაძრათ საქმე მკვდარი წერტილიდან. თხის რქები შემოგთავაზებენ შესანიშნავ იდეებს, როგორ შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, იპოვოთ პარტნიორები ან პლატფორმა რეკლამისთვის.
მორიელი
ყოველთვის ყურადღებით მოგისმენთ, თუ პირად პრობლემებზე გინდათ საუბარი. წყლის ნიშნის წარმომადგენლები შეგახსენებენ, რომ „მეფური სისხლი ჩქეფს“ თქვენში და რეალურ რჩევებს მოგცემენ პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი შეძლებენ დაგამშვიდონ პირველი პაემნის წინ, ან გირჩევენ, როგორ გამოაცოცხლოთ უკვე არსებული ურთიერთობები. ზუსტად იციან, სად უნდა შეიძინოთ სუნამო აფროდიზიაკით, საუკეთესო ქვედა საცვლები და რომელი პოზაა ყველაზე ეფექტური სექსის დროს.
კირჩხიბი
ნებისმიერ საკითხში მოგცემთ რჩევას – პარტნიორთან პრობლემით დაწყებული, სამუშაოს შოვნით დამთავრებული. ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. კირჩხიბებმა ყველაფერი იციან. ისინი მოითხოვენ, გულწრფელად ისაუბროთ ნათესავებთან, თუ იგრძნობენ, რომ ურთიერთობები გძაბავთ. კირჩხიბები დარწმუნებული არიან, რომ ხანდახან საუკეთესო წამალი ლაპარაკია, იმის თქმა, რაც გაწუხებთ.