საქართველოში ყველაზე დაბალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტია რეგიონში

მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის შემდეგ, მაგრამ სხვა მეზობელ ქვეყნებს უსწრებს
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში ყველაზე დაბალია რეგიონში გლობალური ინტერნეტის ინდექსის მიხედვით (Speedtest by Ookla Global Index), იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
პოპულარული ინტერნეტ-სერვისი Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს ინტერნეტში ჩართვის სიჩქარის Speedtest Global Index-ის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2023 წელს ორი პუნქტით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26,60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა.
„ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით საქართველო ჩამორჩება რუსეთს (58-ე ადგილი - 85,15 მბ/წმ), სომხეთს (96-ე ადგილი - 49,86 მბ/წმ), თურქეთს (109 ადგილი - 39,78 მბ/წმ) და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35,25 მბ/წმ)“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მხრივ საქართველო შემდეგ ქვეყნებს შორისაა: ბოსნია და ჰერცეგოვინა - 28,03 მბ/წ, ინდონეზია - 27,87 მბ/წმ, მაროკო - 27,59 მბ/წმ, ბუტანი - 26,75 მბ/წმ, ტაჯიკეთი - 26,35. მბ/წმ, ლესოტო – 25,37 მბიტ/წმ.
კვლევის მიხედვით, სინგაპური (270,62 Mbps), ჰონგ-კონგი (266,63 Mbps) და მონაკო (264,97 Mbps) ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი სიჩქარის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდნენ.
საქართველოში ინტერნეტი სულაც არ არის ძვირი - „სილქნეტი“ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება>>
2023 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე არის 90,93 მბ/წმ, საქართველოში კი 26,60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 49,25 მბ/წმ-ია. მობილური ინტერნეტის ყველაზე მაღალი სიჩქარე აქვთ გაერთიანებულ საამიროებს (303,21 Mbps), კატარს (244,44 Mbps) და ქუვეითს (183,83 Mbps).
საქართველოს პოზიცია 2022 წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა მობილური ინტერნეტის სიჩქარით 37,78 Mbps.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება (59-ე ადგილი, 43,80 მბიტ/წმ), ხოლო ქვეყანა უსწრებს თურქეთს (69-ე ადგილი - 36,10 მბიტ/წმ), სომხეთს (92-ე ადგილი - 26,43 მბიტ/წმ) და რუსეთს (99-ე ადგილი - 24,47 მბიტ/წმ).