საქართველოს სომხეთის პრემიერი ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარასკევს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა და თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამართავს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ მათი ხელმძღვანელობით გაიმართება ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
გარდა ამისა, მთავრობების მეთაურები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.