რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში სიღარიბეში

კეთილდღეობის შეფასებით დაბალქულიანი ოჯახები საქართველოში სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებენ.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სიღარიბის ზღვარზე საქართველოში 16 წელს ქვევით 104.948 ბავშვი ცხოვრობს, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.
სააგენტოს მონაცემებით, ოჯახების რეიტინგი, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, არ აღემატება 50 ათას ქულას კეთილდღეობის შეფასების სკალით.
ქულები ირიცხება ოჯახის შემოსავლისა და აუცილებელი მინიმალური ხარჯების, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების დონისა და განათლების დონის შესაბამისად. რაც უფრო ნაკელბ ქულას იღებს ოჯახი, მით უფრო ღარიბია ის და უფრო ნაკლები სახსრები აქვს ბავშვის შესანახად, მისთვის სრულფასოვანი კვებისა და განათლების უზრუნველსაყოფად.
ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 1–ლი იანვრისთვის საქართველოში 54.669 ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა კეთილდღეობა 30 ათასი ქულით ფასდება, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში.
კიდევ 50.279 ბავშვი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში ცხოვრობს – მათი ოჯახების კეთილდღეობა ფასდება 30 ათასიდან 50 ათას ქულამდე.
მინისტრი: საქართველოში არ იქნება არც ერთი უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი>>
დაბალი ქულების მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის 249,7 ლარის პირობებში. საარსებო მინიმუმი გათვლილია პროდუქტებზე და მომსახურებაზე მინიმალური ფასებიდან გამომდინარე, გამოირიცხება განათლების ხარჯები.
ამასთან, საქართველოში ბევრი უფასო პროგრამაა, რომლებიც ასეთ ბავშვებს სხვადასხვა არასასკოლო აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა სხვადასხვა წრეზე სიარული უფასოდ ან ნახევარი თანხის გადახდით. ასევე მათთვის მოქმედებს შეღავათები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების დროს.