დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 18 იანვარია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დილით მოდუნდით და არც სიზარმაცე არ გაწყენთ მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა. არ იჩქაროთ. სამუშაოზე ნაშუადღევს გადაერთეთ. ამ დრო ბევრი ენერგია გექნებათ. ილაპარაკეთ ბევრი და ყველაფერზე. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში, ასე რომ, ადამიანების გაცნობა დღის წესრიგში ჩასვით.
შეასრულეთ დანაპირები - გადადება არ ღირს. იმუშავეთ გვიან ღამემდე - ძალა ყველაფერზე გეყოფათ.
ვერძი: დღეს როგორც ამბობენ, მარცხენა ფეხზე ადგებით, გაგიჭირდებათ გონების მოკრება. მაგრამ ნაშუადღევს ყველაფერი ნორმაში ჩადგება და ზოგიერთ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებით. ასტროლოგები დღეს არ გირჩევენ მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობებს - ვერ იპოვით საერთო ენას და ძალას კი უამრავს დახარჯავთ. ილაპარაკეთ მხოლოდ მათთან, ვისთანაც საერთო თემები გაგაჩნიათ.
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
კურო: არ ღირს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება - ჯობია ნაცნობი გზით იაროთ - ასე ნაკლებ დაბრკოლებას წააწყდებით. მაგრამ თავგადასავლები მაინც გელოდებათ. საბედნიეროდ, ისინი სასიამოვნო იქნება და მოგვიანებით საინტერესო ისტორიებად ჩამოყალიბდება. ასტროლოგები საღამოს მუშაობას გირჩევენ - ეს ძალზე შედეგიანი პერიოდი იქნება, როდესაც ბევრი რამ თავისით გადაწყდება.
ტყუპი: აჯობებს, თუ დილიდან მეორე პლანზე გადაინაცვლებთ. უარი თქვით ყველანაირ ექსპერიმენტზე, რთულ საქმეზე. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც კარგად იცით. საქმიანობისთვის საუკეთესო დრო დღის მეორე ნახევარია. ასტროლოგები გირჩევენ, განეწყოთ არა შედეგის, არამედ თავად გზისთვის - ბევრი საინტერესო მომენტი გელოდებათ.
კირჩხიბი: ჰოროსკოპი გირჩევთ, დილა მშვიდად გაატაროთ. საქმეების კეთება არარეკომენდებულია. ტემპი ნელა აკრიფეთ, არ იჩქაროთ - ყველაზე რთული საღამოს გელოდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად ელაპარაკოთ კოლეგებს და მეტი ურთიერთობა გქონდეთ ახლობლებთან. მათი მხარდაჭერა ახლა ენერგიითა და წინსვლის სურვილით დაგმუხტავთ.
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ლომი: დილით სიზარმაცეც კი ნებადართულია. დალიეთ ყავა ან ჩაი და ინებივრეთ - ეს შედეგიანი დღისთვის განგაწყობთ. ნაშუადღევს უკვე აქტიურად შეგიძლიათ მუშაობაში ჩაბმა - გექნებათ არაერთი გადაუდებელი საქმე და ყველაფერს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. ასტროლოგები საქმეებზე დაფიქრებას გირჩევენ - გაგიჩნდებათ შესანიშნავი ბიზნეს-იდეები.
ქალწული: თქვენს თვითშეფასებას სერიოზულად შეარყევს მოგონებები წარუმატებლობებზე. ცადეთ, მხოლოდ რამე სასიამოვნოზე იფიქროთ, ხოლო წარსული აღიქვით, როგორც კარგი გამოცდილება. საქმიანობის ტემპი ნაშუადღევს აკრიფეთ. უამრავი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. გაქვთ შანსი, ხელმძღვანელობას აჩვენოთ, რა შეგიძლიათ. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა.
სასწორი: ყველანაირად მოერიდეთ ცუდ გუნებაზე მყოფ ადამიანებს, რათა მათი უხასიათობა თქვენც არ „გადაგედოთ". ესაუბრეთ მხოლოდ თქვენნაირად პოზიტიურად განწყობილებს. ასტროლოგები გირჩევენ, ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად, საქმეებში თქვენც ნაშუადღევს ჩაებათ. ყველაფერს გაუმკლავდებით. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - მათ დღეს დიდი მნიშვნელობა ექნება.
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: არ ღირს აჩქარება - დღევანდელი დილა მშვიდად უნდა გაატაროთ. დატკბით ყავით ან ჩაით და დადებითად განეწყვეთ. დღის მეორე ნახევარში უკვე აქტიურობაა რეკომენდებული. გააკეთეთ გადაუდებელი საქმეები. ასტროლოგები გირჩევენ, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ნებისმიერ წვრილმანს მიაქციეთ ყურადღება და მიმართეთ ექიმს.
მშვილდოსანი: დატკბით დილით, გაატარეთ ეს დრო მშვიდად, სასიამოვნოდ. სამუშაოში ჩაბმა დღის მეორე ნახევარშია რეკომენდებული. უამრავი გადაუდებელი საქმე გექნებათ, მაგრამ ყველაფერს მოასწრებთ. ასტროლოგები გირჩევენ, ცოტა დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს - მან თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უნდა იგრძნოს.
თხის რქა: დილიდანვე მუშაობაში ნუ ჩაებმებით. ეცადეთ, ჯერ დაისვენოთ, მოდუნდეთ და საჭირო ტალღაზე აეწყოთ. სადილის შემდეგ უკვე შეგიძლიათ იაქტიუროთ. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი იფიქროთ თანხაზე - ახლა შეიძლება მიაგნოთ ხერხს, როგორ გამოიმუშაოთ მეტი ფული.
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მერწყული: დილიდან ნელა იმოქმედეთ, არ იჩქაროთ, აეწყვეთ საჭირო ტალღაზე. დღის მეორე ნახევარში უკვე მუშაობაც შეგიძლიათ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საოჯახო და ყოფით საქმეებს. შესაძლოა, დადგა დრო, რომ ახლობლებს მნიშვნელოვან და რთულ საკითხებზე დაელაპარაკოთ.
თევზები: ისევე, როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, ასტროლოგები თქვენც გირჩევენ, რომ დილა მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ, შეგიძლიათ ახლობლებთან სასიამოვნო თემებზე საუბარი. ნაშუადღევს უკვე სამუშაოში ჩაბმა და აქტიურობა შეიძლება. ექსპერტების რეკომენდაციაა, ირგვლივ ყველასთან გქონდეთ ურთიერთობა - არაერთ მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას მოისმენთ.