პერსპექტივები და მიმდინარე პროექტები: რა განიხილეს პრემიერმა და EBRD-ის პრეზიდენტმა

სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა, აღნიშნა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
საქართველო და EBRD ახალ პროექტებს გეგმავენ: შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში >>
ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლებზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი.
საქართველოში 30-წლიანი საქმიანობის პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი შესრულების გარკვეული პირობებით ქვეყნისთვის გრანტების ან კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.