მსოფლიო დღეს

ერდოღანი: ბრიტანეთი და აშშ წითელი ზღვის სისხლის ტბად გადაქცევას ცდილობენ

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. დასავლეთი, რომელმაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა იემენში, ცდილობს, რომ წითელი ზღვა „სისხლის ტბად" გადააქციოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იემენზე აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდასხმების კომენტირებისას.
„გამოიყენებული იყო არაპროპორციული ძალა. ისრაელი იგივეს აკეთებს პალესტინაში. ბრიტანეთმა და აშშ-მა ასევე გადადგეს ნაბიჯი ამ პროცესში. ახლა ისინი ცდილობენ, რომ წითელი ზღვა სისხლის ტბად აქციონ. იემენი ამბობს, რომ ჰუსიტებთან მთელი თავის ძალების გაერთიანებით, აუცილებელ პასუხს მისცემს მათ რეგიონში“, — აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
წუხელ ღამით აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაშეტევა განახორციელეს იემენის ოთხი პროვინციის ობიექტებზე მეამბოხე ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან რაკეტებითა და დრონებით ესხმის თავს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ 12 იავრის ღამის ავიაშეტევა წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე პასუხი იყო. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, იემენის 16 რაიონში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 60-ზე მეტი სამიზნეა განადგურებული.