საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად ითამაშებს

ქართული გუნდი დაუპირისპირდება შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებებს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრები 11 იანვარს ნიდერლანდების გუნდის წინააღმდეგ თავის სადებიუტო, ისტორიულ მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში (მამაკაცთა შორის). მატჩი გერმანიაში ჩატარდება.
შეჯიბრებას ექვსი გერმანული ქალაქი მასპინძლობს: დიუსელდორფი, კელნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი. Е ჯგუფში ქართული გუნდი დაუპირისპირდება შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებებს. თამაშები მაინჰაიმში SAP Arena-ზე გაიმართება.
მატჩების განრიგი:
11 იანვარი, 21 სთ, ნიდერლანდები - საქართველო
13 იანვარი, 23:30 სთ, საქართველო - შვედეთი
15 იანვარი, 21:00 სთ, ბოსნია და ჰერცოგოვინა - საქართველო.
კონტინენტის ჩემპიონატში სამი დებიუტანტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ტიტე კალანდაძე.
სულ ტურნირზე წინასწარ ეტაპზე ბრძოლას ექვს ჯგუფად დაყოფილი 24 გუნდი დაიწყებს. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი ძირითად რაუნდში გადავა, სადაც უკვე ერთმანეთსა დაუპირისპირდება ექვს-ექვს გუნდიანი ორი ჯგუფი.
А, В, С ჯგუფების გუნდები ერთ ექვსეულში მოხვდება, ხოლო D, E, F ჯგუფების - მეორეში. ჩემპიონატის ფავორიტებად მიჩნეული არიან დანიის, შვედეთისა და ესპანეთის გუნდები.