ონკოლოგიური პაციენტები საჭირო მედიკამენტებს უფასოდ იღებენ

13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ.
„13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფომაციაქში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, უახლოეს მომავალში პაციენტები დამატებით რვა დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.
ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან".
უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ. ესენია: „კისქალი", „ჯაკავი", „მეკინისტი", „ტაფინლარი", „ვოტრიენტი", „აფინიტორი", „ზომეტა", „ფემარა".
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი წესით შეისყიდის>>
ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400.000- მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.
გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.
2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება.