მსოფლიო დღეს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

მიუნჰენის „ბავარიის“ შემადგენლობაში მცველმა ოთხჯერ მოიგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონატი და სამჯერ - ევროპული ჩემპიონატების თასი
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო DPA.
ყოფილი სპორტსმენი კვირას გარდაიცვალა.
მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ბეკენბაუერს მოგებული აქვს Euro-1972. მიუნჰენის „ბავარიის“ შემადგენლობაში მცველმა ოთხჯერ მოიგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონატი და სამჯერ - ევროპული ჩემპიონატების თასი (ახლა - ჩემპიონთა ლიგა).
ბეკენბაუერი - „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელია.