მთელი მსოფლიოს ინტერესშია - ექსპერტი საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ

გასასვლელი ზღვაზე, სახმელეთო მარშრუტები, რკინიგზა, აეროპორტები - გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს აძლევს უზარმაზარ პოტენციალს ტრანზიტის განვითარებისთვის ქვეყნის ტერიტორიის გავლით
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა იზრდება და ის ხდება მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო ასპარეზზე სატრანსპორტო და ლოგისტიკის ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივით, განუცხადა Sputnik-საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა.
„ჩინეთს სჭირდება პირდაპირი გზა - „შუა დერეფანი". ეს ის შემთხვევაა, როცა ვინმეს სადღაც ვჭირდებით. დღეს ჩვენ ვჭირდებით აღმოსავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთსა და დასავლეთს. ჩვენ ეს მდგომარეობა რეალისტურად უნდა ვიგრძნოთ და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებაში უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ცოფურაშვილმა.
ესპერტის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა მას აყალიბებს სატრანსპორტო დერეფნად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ >>
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე ახალი მონაკვეთი გაიხსნა >>
საქართველოს მთავრობის თვალსაზრისით, „შუა დერეფანი“ დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის.
როგორც დეკემბრის ბოლოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, 2024 წელს საქართველო გააფორმებს მნიშვნელოვან შეთანხმებას „შუა დერეფანზე“, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნების როლს და ქვეყანას ინვესტიციებს მოუტანს.