აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში: რა გაკეთდა რეგიონში

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანმა აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ შეიტყო
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. აჭარის შავი ზღვის რეგიონი 2023 წელს 30 ტურისტულ გამოფენაზე და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი, იტყობინება რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური.
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ ლონდონის, ვარშავის, პარიზის, ჰელსინკის, მილანის, დუბაის, რიგის, თელ-ავივის, მადრიდისა და ბერლინის გამოფენაზე.
გარდა ამისა, გასულ წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწყო ათობით პრეს-ტური საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, პოპულარული ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიტყო აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
აჭარის წარმატებები
როგორც უფრო ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აჭარაში საზღვაო ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, რეგიონმა მოახერხა ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი დინამიკის შენარჩუნება.
რიჟვაძის თქმით, ტურისტების რაოდენობით რეკორდულ 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. 2022 წელთან შედარებით – 46%-ით.
გაიზარდა ფრენების რაოდენობაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.
აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე>>
ამასთან რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე ნეგატიური როლი ითამაშა კამპანიამ, რომელსაც ატარებდნენ გარკვეულ ჯგუფები შავ ზღვაში წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.