თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში იაპონური ავიაკომპანია Japan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს დაშვებისას სანაპირო დაცვის თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეარხი NHK
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
© AFP 2024 / STR
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე 367 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლმოკიდებული ლაინერიდან ყველა მათგანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა. თვითმფრინავი ბოლომდე დაიწვა.
ინციდენტის მიზეზი გახდა სამგზავრო ბორტის შეჯახება იაპონიის სანაპირო დაცვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავთან შეჯახება.
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
© AFP 2024 / STR
ტელეარხის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავის პილოტმა შეძლო გადმოხტომა, მაგრამ მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. დანარჩენი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც იაპონიის სანაპირო დაცვა აცხადებს, მათი კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, ნიიგატას აეროპორტისკენ მიდიოდა, რათა ნოტოს ნახევარკუნძულზე დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრით დაზარებულებისთვის.