დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 2 იანვარია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
განაგრძეთ მხიარულება და დასვენება, მით უმეტეს, რომ მერკური აღარ არის რეტროგრადული. ამ დღეს ყველა კითხვას პასუხს ვერ გავცემთ. ზოგიერთი დაშიფრული იქნება და მათ საიდუმლოს ვერ ამოვხსნით – ყოველ შემთხვევაში, ახლა. მაგრამ ყველაფერს ჩავწვდებით, უბრალოდ, ცოტა მოგვიანებით.
ახალ წელიწადში ახალი დაპირებებით შევაბიჯეთ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი პატარ–პატარა ნაწილებად დავშალოთ, სანამ მათ შესრულებას შევუდგებით. ასე უფრო მარტივი და ადვილი იქნება.
ვერძი: ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში და ეს სასიკეთო ცვლილებები იქნება. ფულთან მიმართებით ფრთხილად იყავით – არის რისკი, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა დაკარგოთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ თითოეულ ნაბიჯს დააკვირდებით. ასტროლოგები გირჩევენ, უახლოეს მომავალზე იფიქროთ და არა შორეულ გეგმებზე.
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
კურო: თქვენთვის საუკეთესო დრო დილა იქნება – დილითვე ადექით და დაიწყეთ საქმიანობა. მარტივად და სწრაფად გაუმკლავდებით ყველაფერს. დაგეხმარებათ შემოქმედებითი დამოკიდებულება – გასაოცარი შედეგები გექნებათ. ასტროლოგები გირჩევენ, საღამოს უახლოესი მომავლის გეგმები დააწყოთ. თუ მოვლენებს ფხიზელი თვალით შეხედავთ, გეგმები აუცილებლად აგისრულდებათ.
ტყუპი: ადამიანებს არ ენდოთო – ამას ექსპერტები არ ამბობენ, მაგრამ გირჩევენ, ისინი და მათი ინფორმაცია–მოქმედებები აუცილებლად შეამოწომოთ. არაა გამორიცხული, ვინმემ თქვენი საახლობლო წრიდან გიღალატოთ. ურთიერთობები ბრწყინვალე იდეებს წარმოშობს, ამიტომ იკონტაქტეთ აქტიურად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შორეული გეგმების დაწყობა არ ღირს – მხოლოდ ახლო მომავლის ამოცანები დაისახეთ.
კირჩხიბი: დღეს გაგიჭირდებათ ფეხზე მყარად დგომა, შეგრძნება გაქვთ, თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი გეცლებათ. ამის მიზეზი სხვისი მოსაზრებები იქნება. აკრძალულია ოცნება – რეალობას ფხიზელი თვალით უნდა შეხედოთ, რათა პრობლემები სწრაფად და ადვილად გადაჭრათ. ასტროლოგები გირჩევენ, საღამოს მეორე დღის თავბრუდამხვევი გეგმები დააწყოთ. თუ ყველაფერს დაწვრილებით გაითვალისწინებთ – აუცილებლად აგიხდებათ. ნაკლები იკამათეთ, რომ მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გააფუჭოთ.
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: თქვენი სიამაყე დღეს არნახულ მასშტაბებს მიაღწევს. მაგრამ სხვებთან თავის მოწონებისას სიფრთხილე არ გაწყენთ – შეიძლება ვინმეს შეშურდეს თქვენი და გზაზე გადაღობვა გადაწყვიტოს. დღე სასიამოვნო ემოციებით იქნება დატვირთული, იღბალი თქვენი თანმდევი იქნება. გამოიყენეთ ეს და წარმატების შანსები ხელიდან არ გაუშვათ. განსაკუთრებით წაგადგებათ საქმიან თემებზე საუბარი – შეიძლება ბრწყინვალე იდეები გაგიჩნდეთ.
ქალწული: დღეს ძალიან მიმნდობი იქნებით და ამან შესაძლოა, უსიამოვნებები მოგიტანოთ. ჯერ შეამოწმეთ ადამიანები და შემდეგ ენდეთ მათ. მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებაში სიზარმაცე შეგიშლით ხელს და მასთან ბრძოლა ყველანაირი ხერხით მოგიწევთ. ერთ–ერთი საუკეთესო ხერხია სხვა ადამიანების წარმატებებით შთაგონება. ასტროლოგები საღამოს ურთიერთობებს გირჩევენ – დღეს ძალზე მჭევრმეტყველი ხართ, ეს კი ავტორიტეტული ადამიანების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
სასწორი: ყველასა და ყველაფერს გაგებით მოეკიდეთ, განსაკუთრებით, თუ სხვისი საქციელი არ მოგწონთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ახლობლებთან ფულთან დაკავშირებით ნაკლები ილაპარაკეთ – ეს თემა არაფერ კარგს არ მოგიტანთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ იჩქაროთ – ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერს მოასწრებთ. ასე რომ, ნერვებს გაუფრთხილდით.
იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვპირდება ახალი წლის პირველი თვე
მორიელი: მორიელები მომავალს პოზიტივის პრიზმაში უყურებთ და ეს ძალიან კარგია – შეძლებთ თავბრუდამხვევი გეგმების დაწყობას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ განხორციელებას. საჭიროა ურთიერთობების მოგვარება, თუ საჭიროა, პატიების თხოვნა – ეს ადამიანები შეიძლება მალე დაგჭირდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ უფრო მეტად მტკიცედ განწყობილი – ყველაფერი გამოგივათ.
მშვილდოსანი: დღეს მშვილდოსნებს წვრილმანები გაგახარებთ – ვინმემ შეიძლება სიურპრიზი მოგიწყოთ, ან თავად სამყაროს მაგარი შანსი მოგცეთ. გექნებათ საბედისწერო შეხვედრები და რაც მთავარია, ბევრი ურთიერთობა. ეს ყველაფერზე აუცილებლად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს გვერდი არ აუაროთ, აუცილებლად გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი.
თხის რქა: ზედმეტად ნუ დაიტვირთავთ თავს, თუნდაც თავს სუპერგმირად გრძნობდეთ. თქვენმა ორგანიზმმა ეს შეიძლება ვერ აიტანოს – ქრონიკული დაავადებები თავს იჩენს. ძალიან კარგი იქნება, თუ ახლობლებთან ერთად ბუნებაში გახვალთ და მისი ენერგიით აივსებით. ასტროლოგები გირჩევენ, რამდენჯერმე გაიმეოროთ თქვენი მოსაზრებები, თუ პირველ ჯერზე მის აზრს ვერ ჩაწვდნენ.
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
მერწყული: თქვენთვის დღეს მთავარი ოჯახში ჰარმონია იქნება. და მის მისაღწევად ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ – არ იკამათოთ ახლობლებთან და თქვენს სამყოფელში სიმყუდროვე შექმნათ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ძალიან წაგადგებათ – თქვენი საცხოვრებელი დაგიცავთ სამუშაო სტრესისგან და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასტროლოგები გირჩევენ მიხედოთ იმ საქმეებს, რომელთა გაკეთების ძალა თქვენს ახლობლებს არ შესწევთ – მათ ნამდვილ მასტერ–კლასს აჩვენებთ.
თევზები: დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა „წამის დაჭერა“ – უამრავი სასიამოვნო ემოცია გელოდებათ. ზოგადად, ეს ის დღეა, როდესაც ირგვლივ ყველა და ყველაფერი კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რთული ამოცანების გამო არ ინერვიულოთ – გახსოვდეთ, რომ ყველაფრის ძალა შეგწევთ. შეინარჩუნეთ ცივი გონება და მაშინ საქმეებს სწრაფად და იოლად გააკეთებთ.