Sputnik საქართველო გთავაზობთ 2024 წლის მთავარ სიახლეებს საქართველოში.
პენსიები
პენსიონერებისთვის აქტუალური სიახლე – 1–ლი იანვრიდან მათი პენსიები იზრდება.
70–წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების პენსიონერების პენსია – 380 ლარი.
70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია გაიზარდა 50 ლარით და გახდა 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 490 ლარი.
საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასი
პირები, რომლებიც ხელფასს იღებენ სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან, 2024 წლის 1–ლი იანვრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით ხელფასები იზრდება 10%–ით. ეს სიახლე სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციელებსაც ეხება.
მასწავლებლების ხელფასები
პედაგოგების ხელფასები 2024 წელს 500 ლარამდე გაიზრდება.
ხელფასის მაქსიმალური ზრდა ელოდება იმ პედაგოგებს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ.
სიახლეები მძღოლებისთვის
იანვრიდან ავტომობილისტებისთვის ორი სიახლე ამოქმედდება. პირველი ეხება ჯარიმებს ხმაურიანი ავტომობილებისთვის, მეორე კი ზამთრის საბურავების გამოყენებას ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, 1–ლი იანვრიდან იკრძალება ქვეყანაში იმ ავტომობილების შემოყვანა, რომლებიც არ შეესაბამება „ევრო 5“ სტანდარტს.
კომუნალური გადასახადები
2024 წლის 1–ლი იანვრიდან საქართველოში სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფი ელექტროენერგიაზე 0,03 ლარით მცირდება.
კომერციული ტარიფები წყალსა და გაზზე იზრდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
ტრანსპორტის დარეგულირება
საქართველოში 2024 წელს იწყება საერთაშორისო ტრანსპორტის რეფორმა. გაჩნდება ახალი ავტოსადგურები, გადაზიდვები გახდება ლიცენზირებული და მოგზაურებს სიურპრიზებს აღარ მოუტანს.
ასევე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება თბილისში დღის საათებში შეიზღუდება.
ახალი ძველი უწყება
საქართველოში საბოლოოდ გაირკვა, ვინ მიხედავს სამინისტროების დონეზე ახალგაზრდობის საქმეებს. ამიერიდან ეს სფერო ოფიციალურად გადაეცა განათლების სამინისტროს.
სწორედ ამ უწყებას დაექვემდებარება ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მის მიერ რეალიზებული პროგრამები.
სიახლეები საპატიმროებში
სიახლეები 2024 წელს ციხეებსაც ეხება. მათთვის განახლებული წესები ამოქმედდა, ასევე ახალი შეღავათები.
პატიმრებმა მიიღეს ტელევიზორის ყურების, სწავლის, მუშაობის უფლება, ასევე მათ უფლებების დაცვის გარანტია მისცეს.
ზრუნვა ოზონის ფენაზე
საქართველო გასულ წელს მონრეალის პროტოკოლის 151-ე ქვეყანა გახდა, რომელიც „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის“ კიგალის ცვლილებას შეუერთდა. ამიერიდან საქართველოში ერთდროულად რამდენიმე ახალი წესი ამოქმედდება.
ერთ–ერთი წესი იქნება სამაცივრე მოწყობილობების უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულება, ხოლო მეორე – ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების გაყიდვის აკრძალვა.
ჯარში გაწვევა
სიახლეები ელოდებათ ახალწვეულებსაც. ამიერიდან ჯარში გაწვევა საქართველოს თავდაცვის სფეროს პრეროგატივა იქნება და არა რაიონული ადმინისტრაციების.
ამასთან, ჯარისგან თავის არიდების საფუძველი ცოტა იქნება. წვევამდელების სიაში მოხვდებიან სტუდენტებიც, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ.
შობადობაზე ზრუნვა
სიახლეები იქნება დემოგრაფიის სფეროშიც. საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან რეპროდუქციულისაქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი გამოჩნდება. გარდა ამისა, სიახლეები შეეხება აბორტების კონტროლს. აბორტის წინ კონსულტაციაში, ექიმის გარდა, 2024 წლის 1–ლი იანვრიდან ჩაერთვება სოცმუშაკი და ფსიქოლოგი, თავად კონსულტაცია სპეციალურ ოთახში ჩატარდება და კონფიდენციალური იქნება.
მეტი სათვალთვალო კამერა
კიდევ ერთი სიახლეა საქართველოს მცხოვრებლებისა და სტუმრების საყოველთაო დაკვირვება.
ვიდეოსათვალთვალო კამერები 1–ლი იანვრიდან გამოჩნდება ვაჭრობის ყველა ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს საცალო და საბითუმო ვაჭრობა, სასტუმროებსა და მოტელებში, კვების ყველა ობიექტზე, მსხვილ კომპანიებში.
არასასიამოვნო სიახლე კაზინოს მოყვარულებისთვის
ახალი წლიდან აზარტული თამაშების მოყვარულებს მკაცრ წესებთან და შეზღუდვებთან მოუწევთ შეჯახება. საქართველოში 1–ლი ივლისიდან აიკრძალება თამაში, მათ შორის, ონლაინ–კაზინოებში, 25–წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის და 18–წლამდე უცხოელებისთვის.
ასევე ფსონების ჩამოსვლა და ონლაინ–კაზინოები, მათ შორის, ინტერნეტ–კაფეების მეშვეობით, აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, ლუდომანებს.
უარი უკანონო რაზმებსა და ტერორისტების დახმარებას
საქართველოში 2024 წელს ოფიციალურად აიკრძალება ნებისმიერი გასამხედროებული მოხალისეების რაზმები, თუ მათ უშუალო ურთიერთობა არა აქვთ თავდაცვის სამინისტროსთან.
ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მქონე ცენტრალურ დეპოზიტარებს 2024 წლის 1–ლი მარტიდან დაევალებათ დაიცვან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვა.