ამოქმედდა ჯარიმები ხმაურიანი ავტომობილის მძღოლებისთვის

ავტომობილების შემოწმება ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე 2023 წლის 1–ელი იანვრიდან დაიწყო, ახლა კი ნორმების გადაჭარბებისთვის ჯარიმები ამოქმედდა.
Sputnik
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. მძღოლები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც გადააჭარბებენ ხმაურის იმ დასაშვებ ნორმას, რომელიც მწარმოებელმა კონკრეტული მარკის ავტომობილისთვის დაადგინა, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან.
პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორებით შემთხვევაში - 200 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში ყოველი შემდგომი კანონდარღვევა 300 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.
რა სიახლეები ამოქმედდება საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან>>
ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს დაწესდა. ამჟამად ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები, მათ შორის ტაქსი, ტექდათვალიერებას გადიან ყოველ ექვს თვეში, სატვირთო ავტომობილები – წელიწადში ერთხელ, ხოლო მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – ორ წელიწადში ერთხელ.