თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გუშინ ღამით ბათუმში პრობლემები შექმნა, ნათქვამია ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე კორპუსს სახურავები გადახადა, ასევე დაზიანდა თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანაც.
მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, გზები წაქცეული ხეებისგან თავისუფლდება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.