წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-21 დეკემბერის პერიოდი
13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.
მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.
ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.
17 დეკემბერს დაბადებულები
17 დეკემბერს არაორდინარული პიროვნებები იბადებიან. ისინი გამჭრიახი, პირდაპირი, ოპტიმისტი ადამიანები არიან, ასევე ახასიათებთ პრაქტიკულობა, მახვილგონიერება. არიან ამბიციურები, მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობენ. როგორც წესი, მარტო არ მუშაობენ. მათთვის რთული არაა, პროექტის რეალიზებისთვის გუნდი შექმნან.
17 დეკემბერს დაბადებულები აფასებენ პატიოსნებას, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ვერ იტანენ უთანასწორობას. როდესაც გარკვეულ წარმატებებს, სტატუსს აღწევენ, ეს ადამიანები არ ცდილობენ საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას.
17 დეკემბერს დაბადებულები პოტენციურად წარმატებული ადამიანები არიან. თვითგანვითარებაზე ძალებსა და სახსრებს არ იშურებენ, ესმით პროფესიული ცოდნის ფასი. ისწრაფვიან უნიკალური სპეციალისტის სტატუსის მიღებისკენ, ხოლო მათი უნარები და შესაძლებლობები ამას მხოლოდ ხელს უწყობს.
ამ დღეს დაბადებულები სამყაროს ფხიზლად უყურებენ. მათთვის მნიშვნელოვანია მატერიალური, მიწიერი. ისინი ჯერ საკუთარ მოთხოვნებზე ფიქრობენ, შემდეგ კი - სხვებზე.
17 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები აწმყოთი ცხოვრობენ; არ აწყობენ შორს მიმავალ გეგმებს. თუ დღეს სამსახური აქვთ - კარგია, თუ ხვალ სხვა სამუშაო იქნება საჭირო - მოიძებნება. ისინი იდეალურად ასრულებენ მიმდინარე ოპერაციებს, გლობალური ამოცანების გადაჭრა მათთვის მძიმეა.
ჯანმრთელობა
17 დეკემბერს დაბადებულების სუსტი ადგილებია კუნთოვანი ქსოვილი, ძვლები და სისხლძარღვები, ხანდახან აწუხებთ ვარიკოზი.
ისინი მიდრეკილი არიან სიმსუქნისკენ, ამიტომ დიეტებს ხშირად იცავენ, მაგრამ მათთვის სტანდარტული დიეტა ცომეულისა და ტკბილეულის შეზღუდვით არასაკმარისია. მათი ჭარბწონიანობა, როგორც წესი, რაციონში ცხიმისა და ცილების დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.
რჩევა:
არსებით საქმეებზე კონცენტრირება თქვენი ძლიერი მხარეა, მაგრამ მუდმივი დაძაბულობა ნერვულ სისტემას აზიანებს. უნდა ისწავლოთ მოდუნება, დასვენება.