წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-21 დეკემბერის პერიოდი
13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.
მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.
ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.
16 დეკემბერს დაბადებულები
16 დეკემბერს უნიკალური ადამიანები იბადებიან. მათთვის არ არსებობს ქცევების ზოგადად აღიარებული ხერხები. ამ ადამიანებს უყვართ სტერეოტიპების დამსხვრევა, სამაგიეროდ კი თავიანთი იდეები აქვთ, რომლებიც შემდგომ პერსპექტიული აღმოჩნდება ხოლმე.
მაგრამ, ასევე ამ დღეს დაბადებულთა იდეები, შესაძლოა, გაუგებარი და მიუღებელი დარჩეს. ეს გასაკვირი არცაა - სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ხომ არაერთი წელი სჭირდება.
16 დეკემბერს დაბადებულები ორიგინალურად მოაზროვნე და მოქმედი ადამიანები არიან. აქვთ განვითარებული ინტუიცია, არ ეშინიათ ვა-ბანკზე წასვლის; აქვთ თავიანთი ფილოსოფია და მზად არიან, ის საზოგადოებას გაუზიარონ. მათთვის ურთიერთობის ყველაზე მიღებული ფორმაა დიალოგი.
16 დეკემბერს დაბადებულები სხვა მშვილდოსნებისგან ძალიან განსხვავდებიან. მათ ავანტიურისტებს ვერ უწოდებ; არ არიან იმპულსური პიროვნებები, თითოეული ნაბიჯი წინასწარ აქვთ მცირე დეტალებში გათვლილი; უბრალოდ, არასტანდარტულად აზროვნებენ, სწორედ ამიტომ ხშირად მათ ვერ უგებენ.
სხვა მშვილდოსნებთან ყველაზე რთული ამოცანების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი აერთიანებთ; მხოლოდ, სტანდარტულ სქემებსა და ტექნიკებს არ იყენებენ. ამოცანებს იმგვარად წყვეტენ, როგორც მანამდე არავის არაფერი ამდაგვარი არ უცდია.
16 დეკემბერს დაბადებულები უნიკალური სპეციალისტები არიან. აზროვნებენ არასტანდარტულად, მოქმედებენ მოულოდნელად, შედეგს კი ყოველთვის შესანიშნავს იღებენ. მათგან ოსტატობის სწავლა კი შეუძლებელია - უჭირთ თავიანთი გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება.
ამ დღეს დაბადებულებს სამსახურში აფასებენ, ბევრ რამეს პატიობენ. არიან შეუცვლელი თანამშრომლები. ამას ეს ადამიანები გრძნობენ, მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს „თავში არ უვარდებათ“.
ჯანმრთელობა
16 დეკემბერს დაბადებულების პრობლემა ხშირად ფარული ფიზიკური დაავადებაა, რაც ხანდახან წლობით უწამლავს მათ ცხოვრებას. ბევრ დაავადებას ფსიქოსომატური ბუნება აქვს. წლებთან ერთად უფრო დაუცველი ხდებიან. მათი ორგანიზმის სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა.
რჩევა:
თქვენთვის ძალზე დამთრგუნველია საოფისე კედლები, სამსახურის ჩვეულებრივი რეჟიმი. თავისუფალი სამუშაო ბევრად უფრო გამოგდით, ამიტომ ეს, უმჯობესია, რომ პროფესიის შერჩევისას გაითვალისწინოთ.