პარტიების დაფინანსების ახალი წესები - საპარლამენტო კომიტეტმა ინიციატივა მოიწონა

აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში პარტიების დაფინანსების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.
ცვლილებები დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას წარმოადგენს.
პროექტის მთავარი სიახლე იქნება იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების აკრძალვა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
რატომ აეკრძალება იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება - ირაკლი კობახიძის განმარტება>>>
ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.
თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.
რატომ უნდა აეკრძალოთ იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება? დეპუტატის პასუხი >>
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც აქამდე იყო, ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რა ჩაითვლება პარტიის ხარჯებში.