საქართველოს წყალმომარაგების ქსელი გაუმჯობესდება - ახალი ინვესტორის გეგმები

მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა პრივატიზების შემდეგ, მსხვილი ინვესტიციები ჯერ კიდევ საჭიროა ქსელის მოდერნიზაციისთვის, განაცხადა Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა.
Sputnik
ესაქართველოში წყალმომარაგების სექტორში მაღალი სტანდარტების დანერგვას აპირებს, იუწყება „პირველი არხი“.
კომპანიამ ნოემბერში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო სისტემების აუდიტი დაასრულა. ჩატარებული აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.
„პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია Aqualia-ს საქართველოსთან მიმართებით, არის წყლის სრული ციკლის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას შეეფერება და ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა FCC Aqualia-ს ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილიმ.
მისი თქმით, საქართველოს წყალმომარაგების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზების შემდეგ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, კვლავაც საჭიროა დიდი ინვესტიციების ჩადება ქსელის განახლების მიზნით, იმისთვის, რომ კავკასიაში ყველაზე დინამიკური დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნები სათანადოდ დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა მან.
ბოფილის განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად Aqualia განახორციელებს შესაბამის ინვესტიციებს, დანერგავს ქმედით პროცესებს პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად, რომლის მოწოდებაც საზოგადოების სამსახურში ყოფნაა.
რა პრობლემები აღმოაჩნდა თბილისის წყალგამანაწილებელ კომპანიას - აუდიტის შედეგები >>
„ოპტიმალური მართვის მიზნით, განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვისზე, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნება ქვეყნის განვითარების და მისი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე “, – აღნიშნა ხოსე ენრიკე ბოფილიმ.
წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების გეგმა
როგორც „ჯივიპის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა ამას წინ განაცხადა, თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას - განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას და ფართომასშტაბიან ინვესტიციებს.
გეგმის განხორციელების ფარგლებში შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.
ამ ეტაპისთვის კომპანიაში უკვე არსებობს კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საოპერაციო მიმართულებებით.
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება >>
„ჯივიპის“ ცნობით, დღეისთვის მხოლოდ თბილისში კომპანია მართავს 4.000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1.500 კმ წყალარინების ქსელებს, ხუთ სათავე ნაგებობას, სამ ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156 წნევის გამაძლიერებელ სადგურს.
„ჯივიპის“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით. აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.
თბილისის წყალმომარაგების სისტემის მთლიანი განახლება იგეგმება >>
2022 წელს 35 ათასზე მეტი ავარია დაფიქსირდა.
თბილისში წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს, მინიმუმ, 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).